GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები გაიმართება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალ რექტორს ხვალ აკადემიური საბჭოს შვიდი წევრი აირჩევს. რექტორობისთვის სულ ორი კანდიდატი კახა ტოლიაშვილი (ისტორიკოსი) და ალექსანდრე მღებრიშვილი (უნივერსიტეტის მოქმედი პრორექტორი) იბრძვის. მათგან ერთ-ერთი გიორგი სოსიაშვილს შეცვლის.

კახა ტოლიაშვილს იმედი აქვს, რომ აკადემიური საბჭო მხარს პროგრესს დაუჭერს. ალექსანდრე მღებრიშვილი კი დუმილს ინარჩუნებს და კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ გეგმავს.

გორის უნივერსიტეტში არჩევნები დღის 12:00 საათზე დაიწყება და  რექტორი ის კანდიდატი გახდება, რომელსაც საბჭოს წევრების უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური