GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში”

2019 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში.

საჯარო ლექცია ჩატარდა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. დასასრულს გაიმართა დისკუსია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური