GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მინი ფეხბუთში შეჯიბრი გაიმართა

2021 წლის 6-7 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სპორტული შეჯიბრი ფაკულტეტებს შორის, მინი ფეხბუთში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჩემიპიონატში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი. გამარჯვება მოიპოვეს სპორტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც ფინალში სძლიეს სამართლის პირველი კურსის გუნდს.

გამარჯვებულებს გადაეცათ თასი, მედლები და საგზური ზამთრის სტუდენტურ ბანაკში, რომელიც მოეწყობა 2022 წლის თებერვალში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური