GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა

14 თებერვალს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა.

გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ ქართული ესტრადის მომღერალი, ლაშა ღლონტი და მსახიობი, ლიტერატურული პრემია “საგურამოსა” და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატი, მურმან ჯინორია.

აღსანიშნავია, რომ ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერებთან ერთად ლაშა ღლონტმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა (კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი) „ პატარა ირმას“, პირველად გორის უნივერსიტეტში შეასრულა.

მურმან ჯინორიამ წაიკითხა ლექსები გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან.

ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური