GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის, გააცნო გორის უნივერსიტეტის ისტორია და საგანმანათლებლო პროგრამები.

დელეგაციის წევრებს ასევე შეხვდა და ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური