GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭო შეიკრიბა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა და მასში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების სქემის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფაკულტეტების დაფინანსების ახალ პრინციპებზე, საგანმანათლებლო პროგრამების ქვოტებზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშულოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.

სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერეიბის მინისტრმა და უმაღლესი დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტი, შეხვდნენ სტუდენტებს და მოისმინეს გორის უნივერსიტეტის ბენდისა და ფოლკლორული ანსამბლის მხატვრული ნომრები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური