GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტის რექტორად ისევ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტის რექტორი კვლავ გიორგი სოსიაშვილი გახდა.

იგი ამ თანამდებობაზე 7 წევრისაგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია.

გორის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, რის შედეგადაც აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე მღებრიშვილი ფარული კენჭისყრით ოთხი წლით აირჩია. მღებრიშვილს საბჭოს 7 -ვე წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა პირადი განცხადების საფუძველზე მან ეს თანამდებობა 4 თვეში დატოვა. დღეს კი რექტორის პორთფელი გიორგი სოსიაშვილმა ჩაიბარა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური