GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლის პროექტი დასრულდა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლის პროექტი დღეს დასრულდა.   საზეიმო ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრო.  ელჩმა საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა.  ფატმა ჯერენ იაზგანმა გორის უნივერსიტეტის წარმატებებზეც ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტოს მადლობა გადაუხადა.  ურთიერთობების გასაღრმავებლად ელჩმა გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თურწეთშც მიიწვია.

„გორი სტუმართმოყვარე ქალაქია, ძალიან კარგია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დამოკიდებულება დღითიდღე ღრმავდება და  გვეძლევა საშუალება იმის, რომ გავეცნოთ ერთმანეტის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო გორის უნივერსიტეტის რექტორს ასეთი წარმატებული პორექტისთვის, ასევე მადლობას გადავუხდი გორელ სტუდენტებს თურქ სტუდენტებთან თბილი დამოკიდებულებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. იგი ფიქრობს, რომ საზაფხულო სკოლა მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას და ერთმანეთის კულტურის გაცნობას უწყობს ხელს.  სოსიაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში თურქეთიდან ახა უკვე პროფესორ-მასწავლებლებს მოიწვევენ.

გორის უნივერსიტეტის ინიციატივით, შედგა საზაფხულო სკოლა, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე თურქული უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის ყარსის, არდაჰანის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტები. ამ სკოლის მიზანი იყო დაეახლოვებინა გორის უნივერსიტეტის სტუდენტები თურქ სტუდენდებთან. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და თურქულ-ქართულ ურთიერთობების გასაღრმავებლად მომავალში თურქეთიდან მოხდება პროფესორ-მასწავლებლებს მოიწვევა. ასევე ვგეგმავთ გორის უნივერსიტეტში თურქული ენის კაბინეტის მოწყობას“, – აცხადებს გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციები ერთი კვირის განმავლობაში უტარდებოდათ. პროგრამა დტვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით.  მათ  საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტები საზაფხულო მნიშვნელობაზე საუბრობენ და პროექტის განხორციელებისთვის გორის უნივერსიტეტს მადლობას უხდიან.

„მე ვსწავლობ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მე ძალიან მიყვარს ქართული ენა და ქართველი ხალხი. გორის უნივერსიტეტს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროექტისთვის და იმ ლამაზი ერთი კვირის გატარებისთვის, რომელიც აქ დავყავი. გაოცებული ვარ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით, ისინი ძალიან ნიჭიერები და მაღალი დონის ლექტორები არიან“, – ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი  სეითი.

„ქართველებისთვისაც და თურქებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს კვირეული, რადგან ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით და ვაცნობდით ტრადიციებს. ასევე ვსწავლობდით ერთმანეთის ენას, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან კარგი პროექტია და ვისურვებდი, რომ სამომავლოდაც გაგრძელდეს“, – ამბობს გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ხაბელაშვილი.

ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა, სადაც ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა თურქეთის სამი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, გორის უნივერსიტეტის ინიციატივით 9 ივლისს გაიხსნა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური