GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა

2019 წლის 13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ციური დურული.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის მზადების პროცესს. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები (სამუშაო ჯგუფების შექმნა, პროგრამათა პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაციათა მომზადება და სხვ).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური