GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სემინარში იღებდნენ მონაწილეობას

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სემინარში იღებდნენ მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ცენტრში ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომლის მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობადობის ამაღლება.

სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარჩინ ჟოჰოვსკიმ გახსნეს. პროექტში თავდაპირველად შეირჩა 30 სტუდენტი 6 რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სემინარი ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე, ნატოს და საქართველოს თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.

შემდეგ ეტაპზე პროექტის მონაწილეები მოამზადებენ ნაშრომებს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე; სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდება 12 საუკეთესო ნაშრომი (2-2 გამარჯვებული თითოეული რეგიონული უნივერსიტეტიდან); პროექტის დასასრულს, 12 გამარჯვებული სტუდენტი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება პოლონეთში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური