GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 11 წლისთავზე, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა 2008 წლის ომში დაღუპულ “შინდისის გმირთა” საბრძოლო მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური