GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა “მეგობრობის ხიდი – ქართლოსს შორის”-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

17 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და “მეგობრობის ხიდი – ქართლოსს შორის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტისა და მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” თანამაშრომლობით, უნივერსიტეტში „ოკუპაციის მუზეუმი“ გაიხსნება.

აღნიშნული ინიციატივა “ქართლოსის” მიერ მიმდინარე პროექტის “არა ოკუპაციას” ფარგლებში გახორციელდება. პროექტი დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. პროექტის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გორის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეეტებში “ოკუპაციის მუზეუმების” გახსნა რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური