GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველ მწერალ ალეკო შუღლაძესა და ლატვიელ მწერალ არტურ იურკევიჩს უმასპინძლა

17 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, უმასპინძლა ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატს მწერალ ალეკო შუღლაძეს და ლატვიელ მწერალ არტურ იურკევიჩს.

შეხვედრაზე მოეწყო ა. შუღლაძის ახალი რომანის – „ქრონიკული დაღლილობის სურნელის“ პრეზენტაცია. ლატვიელმა მწერალმა არტურ იურკევიჩმა კი ისაუბრა საკუთარ პროზაულ ნაწარმოებზე – ,,დამარხული ვაზი”, რომელიც აფხაზეთის ომის შესახებ მალხაზ ჯაჯანიძის მიერ მონათხრობი ისტორიით არის შექმნილი.

შეხვედრაზე სტუმრებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს, აღწერეს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის თავისებურებანი, შთაბეჭდილებები და სტუდენტებს გაუზიარეს პროზაული ნაწარმოებების შექმნისას მიღებული გამოცდილება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური