GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ გორში არსებული ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ბუნების საგნის პედაგოგ ლიკა გერმანიშვილთან და კლასის დამრიგებელ შორენა ციცქიშვილთან ერთად.

ღონისძიების მიზანი იყო საგანი ბუნების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის – ბუნებრივი მოვლენების უკეთ შესწავლა. ბიოლოგიის კაბინეტის სასწავლო რესურსების გამოყენებით, ბავშვებმა განიმტკიცეს ცოდნა ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მათგან თავდაცვის გზებზე.

პატარა სტუმრებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ფაკულტეტის პროფესორი დალი გოგინაშვილი. გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის და სკოლის დაახლოების მნიშვნელობაზე და მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის.

ღონისძიებას ეძღვნებოდა ამავე ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური