GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრა

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის (პორტუგალია) წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია, ფედერიკო კავაზინის (რექტორის მრჩეველი) და ელდერ ლოპეშის შემადგენლობით.

დელეგაციის წევრებს უმასპინძლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, გააცნო უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებები და განიხილა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საუნივერსიტეტო მესამე მისიის სტრატეგიაზე მომუშავე თემატური ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ამ მიმართულებით ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის გამოცდილება და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ,,ერასმუს+“-ის კონკურსით დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში – SQUARE“-ს ფარგლებში. პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობა საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური