GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეწვია

24 მარტს გორის უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, შეხვდა. პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.

პრეზიდენტმა ისაუბრა კონსტიტუციის მნიშვნელობასა და მასში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური