GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენეტებისთვის გაცნობითი სახის შეხვედრები გაიმართება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კარგად გაიაზროთ საკუთარი ინტერესები, ღირებულებები და მასზე დაყრდნობით მიიღოთ მნიშვნელოვანი, გაცნობიერებული კარიერული გადაწყვეტილება.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში თქვენ გაქვთ საშუალება ესტუმროთ უნივერსიტეტს და გაეცნოთ:

  • თქვენს მომავალ პროფესიას;
  • სასწავლო გარემოს;
  • კონკრეტულ პროფესიაზე სააუდიტორიო მუშაობის სპეციფიკას;
  • უნივერსიტეტში მიღების პირობებს;
  • გაესაუბროთ მომავალ ლექტორებს;
  • დაესწროთ თქვენთვის სასურველ ლექციებს;
  • მიიღოთ პასუხები კითხვებზე;

გაცნობითი პროგრამები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება 11-12-13 დეკემბერს.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.

მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. 53. უნივერსიტეტის I კორპუსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური