GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის 133 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის 133 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების და პროფესორების მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიმიტრი უზანაძის გორის უნივერსიტეტში მოღვაწებას მიეძღვნა. მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო ჩანაწერების ჩვენება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დ. უზნაძე ლექციებს კითხულობდა გორის უნივერსიტეტში, რაც დასტურდება ლექციის დროს გადაღებული ფოტოთი, რომელიც მოგვაწოდა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ცხვედაძემ, მან ჩაატარა ე.წ. „უზნაძის ეფექტის“ საჯარო დემონსტრაცია, რომელიც დაფუძნებულია განწობის თეორიაზე.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოვიდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღავნელი ასოცირებული პროფესორი ქეთევან ლომსაძე, რომლებმაც ისაუბრეს ფსიქოლოგიის დარგის განვითარების და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გორის უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსში გაიხსნა დიმიტრი უზნაძის სახელობის აუდიტორია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური