GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ოკუპირებული ტერიტორიები: წარსული და დღევანდელობა“

2019 წლის 27 სექტემბერს “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ოკუპირებული ტერიტორიები: წარსული და დღევანდელობა“ და პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ეპიზოდები ცხინვალის ლიტერატურული-კულტურული ცხოვრების ისტორიიდან“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური