GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე “როგორ გავხდე წარმატებული მასწავლებელი”

20 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: ”როგორ გავხდე წარმატებული მასწავლებელი”. ღონიძიებაში მონაწილეობდა დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის, ასევე დაწყებითი განათლების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები და გორის მუნიციპალიტეტში შემავალი ათი საჯარო სკოლის პედაგოგი.

სემინარის ორგანიზატორმა, ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ იოსებიძემ ისაუბრა ღონისძიების მიზანზე.

სიტყვით გამოვიდნენ: დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლაურა ელიაური. მათ ვრცლად ისაუბრეს პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე და სწავლების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიებაში მონაწილე სკოლის პედაგოგებმა: თამარ ბერიძემ, თეა ნონიკაშვილმა, ლეილა ნამორაძემ, შორენა შავლოხაშვილმა, ნინო ბუჩუკურმა, ნინო გუგუტიშვილმა, ირმა თაბუაშვილმა, თამარ დავითიძემ, ალა სანამიანმა და მაია ჯალაბაძემ ისაუბრეს მასწავლებლის როლზე, ავტორიტეტზე, პედაგოგიური პრაქტიკის მნიშვნელობაზე და სკოლის მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. მათ ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტების შეკითხვებს, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და სურვილი გამოთქვეს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური