GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული წრეები წარმატებით ფუნქციონირებს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული წრეები, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები. განსაკუთრებული სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო გოგონათა კრივის წრემ, სადაც ამ ეტაპისთვის 10 სტუდენტი ემზადება, რომლებიც უახლოეს პერიოდში ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

2018 წლის 25 დეკემბერს საჩვენებელი ვარჯიში გამართეს სტუდენტებმა მწვრთნელის, ნიკოლოზ ანდღულაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ზურაბაშვილი დაესწრნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური