GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „ჩემი ნაწარმოების“ მონაწილეები დაჯილდოვდნენ

22 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „ჩემი ნაწარმოების“ გამარჯვებულები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ. პროექტში მონაწილეობა მიიღეს გორისა და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა.

პროექტ „ჩემი ნაწარმოების“ ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები, დაჯილდოვდნენ ასევე მონაწილე მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები.

პირველი ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ხატია სტეფანოვმა; მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, მილედი ბასილიძე; მესამე ადგილი კი ერგო მარიამ მასურაშვილს, შინდისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს.

პროექტი ხორციელდება გორის უნივერსიტეტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელები არიან თამარ გელიტაშვილი და მაია მელანაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური