GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

14 ივნისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: ვიანორ ახალაია – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ არაბული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და გიორგი გოგოლაშვილი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

პლენარული სესიის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ქართული ენის, ლიტერატურისა და პედაგოგიკის სექციებში.

კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 47 მომხსენებლის/თანამომხსენებლის 42 ნაშრომი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური