GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომსახურების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომსახურების ცენტრმა.

ცენტრის მიზანია ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ. გარდა ამისა, ცენტრი გეგმავს სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას რეგიონის მასშტაბით, რათა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ისეთი ტიპის უფასო სერვისები, როგორიცაა იმიტირებული სასამართლო პროცესები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები და ა.შ.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 1-ლ ადმინისტრაციულ კორპუსს (მის: ჭავჭავაძის ქ. #53, გორი) ან დაუკავშირდით (ტელ:0370272413; ელ. ფოსტა: contact@gu.edu.ge).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური