GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

25 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
საღამო გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ისაუბრა ელდარ მამისთვალიშვილის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ, ასევე გორის უნივერსიტეტის წინაშე მის დამსახურებაზე და უნივერსიტეტის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქარი.

მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ ეთნოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ელდარ ნადირაძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალ „ჩვენი უნივერსიტეტის“ რედაქტორმა იოსებ ჭუმბურიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომაგდენელმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა თეონა შავლოხაშვილმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ბრწყინვალების ორდენის კავალერმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.
დასასრულს, ციცი ჯოლბორდმა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა სადღობელაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური