GE
გორის უნივერსიტეტი ვებინარს ატარებს არასრულწლოვანთა პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებების შესახებ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის მიერ 2021 წლის 06 აპრილს 15:00 საათზე ტარდება ვებინარი თემაზე: „არასრულწლოვანთა პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებები კერძო სამართლებრივ დავებში“.

ტრენინგს წარუძღვება უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუნუ კვანტალიანი.

დასწრება თავისუფალია.

ვებინარზე დასასწრებად საჭირო დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი