GE

გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ორგანიზებით ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული კომპოზიცია ,,ჰე, ჩემო, ესე უსტარი”.

კომპოზიციაში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც მხატვრულად წარმოადგინეს ქართველი მწერლების მიჯნურებისადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათები. კომპოზიციის მიზანს წარმოადგენდა ეპისტოლური ლიტერატურის გაცოცხლება, რომელიც, როგორც ჟანრი, თანამედროვე მიღწევების ეპოქაში თანდათან დავიწყებას ეძლევა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური