GE

გორის უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკალათბურთო მოედანი მოეწყობა

5 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტს, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციასა და შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქ. №69-ში, უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 სასწავლო კორპუსებს შორის მდებარე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკალათბურთო მოედნის მოწყობა.

მოედანს ზაზა ფაჩულიას სახელი მიენიჭა, და ერთი წლის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანს ცნობილი კალათბურთელი გახსნის.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა მიმართეს სტუდენტებს და შეკრებილ საზოგადოებას, მიულოცეს უნივერსიტეტისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, კიდევ ერთი, საჯარო სივრცის შემატება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური