GE

გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია დისტანციური ფორმით ჩატარდა

2022 წლის 30 ივნისს დისტანციური ფორმით ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.

კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 49 ავტორის/თანაავტორის 40 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ლიტერატურა“, „ლინგვისტიკა“, „ისტორია“, „განათლება“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებები, სამართალი და საჯარო მმართველობა“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური