GE

გორის უნივერსიტეტის რექტორი, მოადგილესა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

19 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა. რექტორმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რათა სტუდენტური წლები მათთვის გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რექტორმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური