GE

გორის უნივერსიტეტის რექტორმა საკუტარი წიგნების “ნათლის გვირაბი” და “მესაფლავე” პრეზენტაცია გამართა

20 მარტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გორის მწერალთა სახლში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნების “ნათლის გვირაბი” და “მესაფლავენი” პრეზენტაცია.

,,მესაფლავენი” ომის თემაზე შექმნილი წიგნია, რომელიც ქართულ-ოსურ ურთიერთობას ეძღვნება, ხოლო პროზაული კრებული, “ნათლის გვირაბი” სხვადასხვა მოთხრობებს აერთიანებს.
ღონისძიება გახსნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა ჯალიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებაზე და აღნიშნა მისი წვლილი გორისა და თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ნადიბაიძე; წიგნის „ნათლის გვირაბი“ რედაქტორი, თამარ გელიტაშვილი; წიგნის „მესაფლავენი“ რედაქტორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე. პოეტები: ჯემალ ინჯია და ზაურ წაქაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები, იოსებ ალიმბარაშვილი, მარინე ცერცვაძე,  მაია ბოლაშვილი, თამილა გოგოლაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის მწერალთა კავშირის სახელით გიორგი სოსიაშვილს გადაეცა გიორგი ერისთავის სახელობის პრემია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური