GE

გორის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი შესაბამისი ინვენტარით უახლოეს ხანებში აღიჭურვება

19 სექტემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, სადაც დასრულდა სარემონტო სამუშაოები. საერთო საცხოვრებელი გათვლილია 46 პერსონაზე და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება უახლოეს ხანებში.

სარემონტო სამუშაოები დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური