GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტები შიდა ქართლის პრობაციის ბიურო ესტუმრნენ

2019 წლის 10 ივნისის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტუმრად იმყოფებოდნენ შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში. ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ პრობაციის ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების პრაქტიკულ საკითხებს, შინაპატიმრობის აღსრულების ტექნიკურ საკითხებს და ბიუროს ბაზაზე დანერგილი ვიდეო პაემანის უფლებით სარგებლობის წესებს და საშუალებებს.

შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ქონდათ კითხვები დაესვათ შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისთვის მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას უძღვებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეცილიზირებული, შ/ქ პრობაციის ოფიცერი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ანა ბზიშვილი.

მსგავი ხასიათის შეხვედრები ხორციელდება ყოველწლიურად უნივერსიტეტში დანერგილი და მიმდინარე სასწავლო კურსის ,,სასჯელის შეფარდების“ ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და შ/ქ პრობაციის ბიუროს შორის არსებული ურთიერთანამშრომობის მემორანდუმის საფუძველზე.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის შ/ქ პრობაციის ბიუროს უფროს ბ-ნ ლადო ძამანაშვილს ასეთი შესაძლებლობისთვის, ასევე მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის შ/ქ პრობაციის ბიუროს ოფიცერს ქ-ნ ანა ბზიშვილს და შ/ქ პრობაციის ბიუროს სოც. მუშაკს ქ-ნ ქეთი ვანიშვილს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური