GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს მწერალთა თანათავმჯდომარემ საჯარო ლექცია ჩაატარა

2017 წლის 21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, თემაზე: ,,თანამედროვე ქართული ლიტერატურა – პრობლემები და პერსპექტივები“, საჯარო ლექცია ჩაატარა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მწერალთა თანათავმჯდომარემ, მწერალმა და პუბლიცისტმა, რევაზ მიშველაძემ.

მომხსენებელი შეეხო ქართული მწერლობის ადგილს, როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერატურაში. ვრცლად მიმოიხილა ქართული ლიტერატურა XX საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე პერიოდამდე. დაახასიათა კონდრატე თათარაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაქტიონის შემოქმედება. აღნიშნა, თუ რა სიძნელეების წინაშე იდგნენ საბჭოთა პერიოდის მწერლები და შემოქმედები. როგორ იგრძნობა ეპოქის სუსხი და მაჯისცემა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებში“ და რის ფასად დაუჯდა მწერალს პოზიციის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა. როგორ მოხდა ღირებულებებისა და პრინციპების გადაფასება ლიტერატურაში საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ და რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამედროვე ქართველი მწერლები.

შეხვედრის დასასრულს მწერალმა პასუხი გასცა სტუდენტების შეკითხვებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ხოჯევანიშვილი;.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური