GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტთა საერთაშორისო X სამეცნიერო კონფერენციაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო X სამეცნიერო კონფერენციაში „ურთიერთობათა და კონფლიქტთა დარეგულირებისათვის“ მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტებმა, ნინო ოქროპირიძემ და ნონა სრესელმა მოხსენებით – „ქალის არჩევანის უფლება სიყვარულსა და ქორწინებაში ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე მხატვრული ტექსტის მიხედვით“ (მეცნიერი ხელმძღვანელი პროფ. თამარ გოგოლაძე).

სტუდენტთა მოხსენებამ მოწონება დაიმსახურა. მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური