GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

2019 წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სტუდენტთა XI  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულეტეტის, ქართული ფილოლოგიის სპეციალობის (ბაკალავრიატის საფ.) სტუდენტებმა:

ნინო ოქროპირიძემ და ნონა სრესელმა, მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი იოსებ თბილელის „დიდმოურავიანში“ (ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გოგოლაძე),

ციური მურზაშვილმა და მარიამ წიქარიძემ, მოხსენებით: „იდეალი თუ ანტიიდეალი კაცისა“ ( ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გოგოლაძე),

გვანცა თოფჩიშვილმა, მოხსენებით: „აღმოსავლეთის პარტნიორობა EaP: წარსული, აწმყო და მომავალი“ (ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ ჩხიკვაძე, პროფესორი თამარ გოგოლაძე).

ამავე კონფერენციაში, ენათმეცნიერების სექციაზე, მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მაგისტრატურის საფეხურის), სტუდენტები:

თამარ ამირხანოვი, მოხსენებით: „მიმართვა ოტია იოსელიანის შემოქმედებაში“ (ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე),

ლია გოგიაშვილი, მოხსენებით: „სიტყვაწარმოებით გამოხატული უარყოფის ფორმები ქართულში“ ( ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე).

გორის უნივერსიტეტის სტუდენტების – ნინო ოქროპირიძისა და ნონა სრესელის მოხსენება: „ქალის არჩევანის უფლება სიყვარულსა და ქორწინებაში ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე მხატვრული ტექსტის მიხედვით“, გამოქვეყნდა თსუ პერიოდულ ელექტრონულ ჟურნალში „მერმისი“ (X ნომერი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური