GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში – ISSC 2021 მოხსენებები წარმოადგინეს

საქართველოს ეროვნული უნივერიტეტის (სეუ) ორგანიზებით 2021 წლის 16-17 თებერვალს გამართულ სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში – ISSC 2021 მონაწილეობდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 200-მდე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგმა სტუდენტებმა:

  • მარიამ ნადირაშვილი, ლილი ხაჩიძე – ფინანსური ჩართულობის სერვისები საქართველოში კოვიდ 19-ის პირობებში, ხელმძღვანელი: თეა ხორგუაშვილი, პროფესორი
  • გიორგი ჯამბრიშვილი – ციფრული მარკეტინგი საქართველოში COVID-19-ის პანდემიის პირობებში: რეალობა, გამოწვევები, პერსპექტივები, ხელმძღვანელი: გიორგი ყაზიშვილი, მოწვეული სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
  • მეგი თაბუკაშვილი, თამარ ჩიტიშვილი – საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის როლი Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ხელმძღვანელი: გიორგი ყაზიშვილი, მოწვეული სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
  • ალეკო შავლოხაშვილი – კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე: დადებითი და უარყოფითი ეფექტები, ხელმძღვანელი: გიორგი ყაზიშვილი, მოწვეული სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო შერჩეული საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური