GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

8 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუიზან მექვაბიძემ და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართეს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

პროფესორმა რუიზან მექვაბიძემ აქცენტი გააკეთა ერასმუს +, მევლანასა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის, ვისბის სასტიპენდიო პროგრამების და ვარშავის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებზე, ხოლო ზურაბ ზურაბაშვილმა სტუდენტებს გააცნო ლიტერატურული და ფოტოკონკურსების შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრისას ასევე, ვრცლად ისაუბრა სიახლეზე, რაც ითვალისწინებს სტუდენტების ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსებას.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური