GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სხვადასხვა თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

6 დეკემბერს შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენლები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პრეზენტაციისას სტუდენტებმა ასოციაციის საქმიანობასა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ვიზბის რეგიონის სტიპენდიის (Visby Scholarship) სააპლიკაციო პროცესის და შვედეთში სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ასევე გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის გაცნობა იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური