GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც კონფერენციაში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. სტუდენტებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 57 მოხსენება 11 სექციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური