GE

გორის უნივერსიტეტმა მწერალ ნათია როსტიაშვილს უმასპინძლა

2019 წლის 22 აპრილს გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა ახალგაზრდა მწერალ ნათია როსტიაშვილს.

გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა მწერლის შემოქმედებაზე და აღნიშნა, რომ ნათია როსტიაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროზაიკოსია თავისი ორიგინალური სიუჟეტებითა და წერის განსაკუთრებული მანერით.

ნათია როსიტიაშვილი არაერთი ლიტერატურული კონკურსის პრიზიორია, როგორებიცაა: ,,წერო”, ხვარამზე”, ,,ოდეონი”, ,,,ლიტერა”, გოდერძიჩოხელის მინიატურების პრემია და სხვა. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში. არის ორი პროზაული კრებულის – ,, ჭაღის ანგელოზისა” და სუნთქვის შემგროვებლის” ავტორი.
ნათიამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოთხრობები და მინიატურები წაუკითხა და მათი შექმნის ისტორიასა და ინსპირაციის წყაროზე ესაუბრა.

შეხვედრა ძალიან თბილი და შემოქმედებითად დატვირთული იყო. აუდიტორიას საღამოს დასრულებამდე არ განელებია ემოციური მუხტი, რაც ოვაციასა და სტუმრისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური