GE

გორის უნივერსიტეტმა სამსუნში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით 2019 წლის 11-14 ივნისს, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება, სადაც მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა (მ/შ), პროფესორი გიორგი სოსიაშვილმა და პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ.

11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გახლდათ სხდომის თავმჯდომარე, ხოლო პროფესორი ოთარ ჯანელიძე მომხსენებელი.
პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საკუთარი მოხსენების ფარგლებში ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, მადლობა გადაუხადა მოწევევისთვის უნივერსიტეტის და თურქეთის საისტორიო საზოგადოების ხელმძღვანელობას და დასძინა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება წინაგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესს.

სიმპოზიუმის პლენარული სხდომაზე პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეს, პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადასცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი გამოცემული წიგნი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური