GE

გორის უნივერსიტეტმა საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დამატების საკითხზე ონლაინ შეხვედრა გამართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განაგრძობს მზადებას საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს zoom.us-ის პლატფორმით მოეწყო ონლაინ შეხვედრა პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ – მიხეილ წერეთელმა, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ – მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის, არქივის გამგემ – ირაკლი იაკობაშვილმა, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი მუზეუმებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: ლია ოქროპირიძემ, რობერტ მაღლაკელიძემ, ბადრი გასპაროვმა, თამილა კოშორიძემ, საჯარო სკოლების დირექტორებმა: თამარ სამსონაშვილმა, რუსუდან ლომიძემ, გიორგი ბერძნიშვილმა და ა. შ.

შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა სადოქტორო პროგრამის მნიშვნელობას, არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ მთლიანი რეგიონისათვის.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ბატონმა რობერტი მაღლაკელიძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა, რომელმაც დააყენა საქმიანი წინადადება კონკრეტული სასწავლო კურსის ფორმულირებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა თეონა იაშვილმა, ბატონებმა: მიხეილ წერეთელმა, მირიან ხოსიტაშვილმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობისათვის და აღნიშნეს, რომ ისეთი დიდი ტრადიციების უმაღლესი სასწავლებლისათვის, როგორიცაა გორის უნივერსიტეტი, სწავლების მესამე საფეხურის განხორციელება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური