GE

გორის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის “ზამთრის ბანაკი 2018” დაბა ბაკურიანში მოაწყო

გორის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა შემოქმედებითი ცხოვრება. სტუდენტებისთვის უფასოდ ფუნქციონირებს სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები და სპორტული კლუბები.

გორის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლებელი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა. ასეთი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, უნივერსიტეტმა მოაწყო “ზამთრის ბანაკი 2018” დაბა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარეობდა 18 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით.

ბანაკში გაერთიანებული იყო ესტრადის, მუსიკალ ური ბენდის, ქართული ხალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სტუდენტური თეატრი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ასევე სტუდენტ ფოტოგრაფთა კლუბი.

ჯამში “ზამთრის ბანაკი 2018” მონაწილეობა მიიღო 40-მდე სტუდენტმა. ბანაკის მიმდინარეობისას სტუდენტები სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებითი აქტივობებით იყვნენ დაკავებულები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური