GE

გორის უნივერსიტეტმა TESOL-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ინგლისური ენის მოწვეულმა სპეციალისტმა, ლანა ლომინაძემ, ამერიკელ კოლეგა მელანი ბეიკერ რობერთსთან ერთად TESOL-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ატლანტაში წარმოადგინა პოსტერ-პრეზენტაცია თემაზე „Cross-Cultural Collaboration in ELT- From one Georgia to the Other.”

გორის უნივერსიტეტმა 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „ინგლისური ენის პროფესიონალის პროგრამაში“ (English Language Fellows), რომელშიც მონაწილეობა იყო ახალი შესაძლებლობა იდეების გაცვლის, ენის სწავლების სფეროში ახალი მიმართულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ორ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პედაგოგებს შორის პროფესიონალური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

ღონისძიება გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, განათლებისა და კულტურის საკითხების ბიუროს ინგლისური ენის პროგრამების ოფისისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით და ხელშეწყობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური