GE

გორის უნივერსიტეტს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ეწვია

5 ივლისს გორის უნივერსიტეტს ეწვია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, სელჩუკ ქურშად ქოჯა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნები გუმუში, რომელიც ამჟამად არის თურქეთის საელჩოს ატაშე.

სტუმრები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს და რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილს.

შეხვედრაზე განიხილეს გორის უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები. გადაწყდა, გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის კაბინეტის შექმნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური