GE

გორის უნივერსიტეტს პოეტი დავით მაღრაძე ესტუმრა

7 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს პოეტი დავით მაღრაძე ესტუმრა საქართველოს ჰიმნის ავტორმა, აუდიტორიას რჩეული ლექსების კრებული ,,უსადაურო“ წარუდგინა.

ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა (მ.შ) პროფესორ გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მწერლის მოღვაწეობაზე ისაუბრა. შეხვედრას უძღვებოდა მწერალი როსტომ ჩხეიძე. მან გორის უნივერსიტეტის და დიდი ქართველი პოეტებისა თუ გამოჩენილი მოღვაწეების მჭიდრო და მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ მოუთხრო საზოგადოებას.

წიგნი ,,უსადაურო“ ფართოდ მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და მოხსენებით წარმოადგინა პოეტის შემოქმედების ტექნიკური და სულიერი მხარეები.

დავით მაღრაძის შესახებ ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა: თამილა გოგოლაძემ და თამარ გელიტაშვილმა, ასევე პოეტმა ჯემალ ინჯიამ, სტუდენტემბა კი წარდგენილი კრებულიდან ლექსები წაიკითხეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური