GE

გორის უნივერსიტეტს რიზეს უნივერსიტეტის პროფესორი, ერდოღან ავთინ კაინაქი ეწვია

23 მაისს გორის უნივერსიტეტს ეწვია რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის პროფესორი ერდოღან ავთინ კაინაქი. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ორი ქვეყნის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის დროს პროფესორმა ერდოღან კაინაქიმ წარმოადგინა მოსაზრებები სამომავლო ურთიერთობების და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზებზე.

შეხვედრას უძღვებოდა ვიზიტის ორგანიზატორი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური