GE

გორის უნივერსიტეტს ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასიციაციის ავტორი და ხელმძღვანელი ეწვია

19 ნოემბერს, გორის უნივერსიტეტს ეწვია ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასიციაციის ავტორი და ხელმძღვანელი, ესმა ალა თურქმენი და თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომლემაც ისაუბრა ქართულ-თურქულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე და მათ მნიშვნელობაზე.

ესმა ალა თურქმენმა მოკლედ მიმოიხილა თურქული თანამედორვე ლიტერატურა და ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე. აღნიშნა რომ, მისი ნაწარმოებები უკვე ითარგმნება ქართულად და უახლოეს ხანებში ქართველ მკითხველს ექნება საშუალება მშობლიურ ენაზე გაეცნოს კიდევ ერთი თურქი მწერლის შემოქმედებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური