GE

გორის უნივერსიტეტს ვილნიუსის უნივერსიტეტიდან დელეგაცია ეწვია

2018 წლის 17 აგვისტოს გორის უნივერსიტეტს ეწვია დელეგაცია ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რიმვიდას პეტრაუსკასის და ლიეტუვაში ბრიტანეთის საბჭოების დირექტორის, არტურას ვასილაუსკასის შემადგენლობით.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილთან. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური